ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი სპეციალისტი თაღლითობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოჩა მ. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა მ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა დაერწმუნებინა წვევამდელი, რომ მისი სამსახურებრივი უფლებამოვალეობების განხორციელებისას 400 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა წვევამდელის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 6 თვით გადავადებას.

გოჩა მ-მ აიღო მის მიერ მოთხოვნილი 400 ლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო: ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი დააკავეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს