მარიამ ქვრივიშვილი ევროპელ ტურ-ოპერატორებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

ავიაკომპანია Air France-ის რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებიდან მედიასაშუალებების და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის გავლენიანი ტურისტული კომპანიების ექვს და სამოგზაურო ჟურნალ-გაზეთების ოთხ წარმომადგენელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.

ტურის მონაწილეებისათვის საქართველოს შესახებ გამართულ პრეზენტაციას ავიაკომპანია Air France-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტურის ფარგლებში სტუმრებმა თბილისის და მცხეთის ისტორიული უბნები მოინახულეს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ ქართველ კოლეგებს, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შესახებ ისაუბრეს.

„ძალიან მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ Air France-ის ვიცე-პრეზიდენტს, ასევე ევროპელ ჟურნალისტებსა და ტურ-ოპერატორებს, რომლებიც საქართველოში გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან ჩამოვიდნენ. სამივე ქვეყანა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენი ორგანიზებით ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები ევროპელ ტურ-ოპერატორებს ხვდებიან, რომ ახალი ბიზნეს ურთიერთობები დაამყარონ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებიდან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს