გიორგი მიქაუტაძე - ვენეციის კომისიის ექსპერტებს ვთხოვეთ, მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე რეკომენდაციები რაც შეიძლება დროულად მოამზადონ

ჩვენ ვთხოვეთ ვენეციის კომისიის ექსპერტებს, რომ რაც შეიძლება დროულად იყოს მიღებული რეკომენდაციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით,” - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ, ვენეციის კომისიის ექსპერტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საბჭოს წევრებმა ვენეციის კომისიის ექსპერტებს საერთო სასამართლოების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გააცნეს და ასევე მიაწოდეს ინფორმაცია უზენაესს სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ვენეციის კომისიას დღეს არსებული ვითარების შესახებ. ასევე კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები და შენიშვნები, რომელიც გვაქვს და ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში არსებული ვითარების შესახებ, რომ არის ძალიან გართულებული ვითარება, ვინაიდან არის ძალიან მცირე რიცხვი მოსამართლეების და ვთხოვეთ, რომ რაც შეიძლება დროულად იყოს მიღებული რეკომენდაციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით,” - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძემ, საბჭოს არამოსამართლე წევრების შენიშვნებზეც გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წამოჭრილი კრიტიკა, ხელოვნურად წამოჭრილია.

რაც შეეხება, საბჭოს წევრების მოლოდინს, ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, გიორგი მიქაუტაძეს უჭირს პროგნოზის გაკეთება, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ დასკვნა იქნება ობიექტურ და გამჭირვალე პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული.

“პროგნოზის წინასწარ გაკეთება, ვენეციის კომისია ზუსტად როგორ რეკომენდაციას მოგვცემს, ვფიქრობ, რომ რთული იქნება, თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ ვენეციის კომისია მიგვითითებს ისეთ ობიექტურ, გამჭირვალე პროცედურებზე და კრიტერიუმებზე, რომ საბჭომ ერთი მხრივ, შეძლოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება და პროცესი ჩიხში არ შევიდეს და დროულად დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო და მეორე მხრივ, ეს პროცედურები იყოს მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის, სასამართლო სისტემისთვის და მთელი ქვეყნისთვის, რომელსაც უნდა ემსახუროს სასამართლო სისტემა,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა