არაჟანში, ხაჭოსა და ყველში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან აღნიშნული პროდუქტები ამოიღეს

არაჟანში, ხაჭოსა და ყველში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, 27 მარტიდან თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან აღნიშნული პროდუქტები ამოღებულია. აღნიშნული პროდუქტების კვლევა 13 ბაგა-ბაღში ჩატარდა, საიდანაც დარღვევები მხოლოდ 111-ე ბაღში აღმოჩნდა. ამის შესახებ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანიის, “ნილის” წარმომადგენელმა თეონა ნინოშვილმა განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, მონიტორინგის მიხედვით, შპს “ქობულეთურის” მიერ წარმოებულ არაჟანსა და ხაჭოში მცენარეული ცხიმი, ხოლო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებულ ყველში რძის ფხვნილი აღმოჩნდა.

“2019 წლის 7 მარტს ბაღების სააგენტომ სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევაზე დაყრდნობით მოგვწერა, რომ ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ მოწოდებული რძის პროდუქტების - ყველის, ხაჭოს, არაჟნის მიწოდება შეგვეწყვიტა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ინიციატივით 13 ბაღში ჩაატარა კვლევა და არაჟნისა და ხაჭოს შემთხვევაში ერთ კონკრეტულ ბაღში აღმოჩნდა დარღვევა, ხოლო ყველის შემთხვევაში 10 ბაღიდან მხოლოდ ერთში. ეს ნიმუშები არის ერთსა და იმავე დღეს ამოღებული და ერთი და იმავე პარტიის ყველი. ჩვენ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ეს შეიძლება იყოს ლაბორატორიის მიერ დაშვებული შეცდომა, რადგან ერთი კონკრეტული თარიღითა და პარტიით მიწოდებული ყველი როგორ შეიძლება იყოს სხვადასხვა შემადგენლობით?”,- აღნიშნა მან.

მონიტორინგის შედეგებში ეჭვი ეპარება კომპანია “ქობულეთურის” წარმომადგენელსაც. კომპანია გეგმავს, რომ პროდუქციის ნიმუშები თურქეთის ერთ-ერთი ლაბორატორიაში გაგზავნოს.

იხილეთ ვიდეო: არაჟანში, ხაჭოსა და ყველში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან აღნიშნული პროდუქტები ამოიღეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს