ბექა ოდიშარიამ უკან გაიწვია ინიციატივა, რომლითაც საპატიო კონსულების ავტომობილებზე დიპლომატიური ნომრების გაცემა იყო შესაძლებელი

დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ უკან გაიწვია საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც საქართველოში საზღვარგარეთის საპატიო კონსულების ავტომობილებზე დიპლომატიური ნომრების გაცემა იყო შესაძლებელი.

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ’’ კანონში ცვლილები პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის გუშინდელ სხდომაზე წარედგინა, თუმცა დღეს ავტორმა პროექტი უკან გაიწვია. როგორ ბიუროს სხდომაზე ითქვა, ამის მიზეზი პროექტის შემდგომი გადამუშავებაა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები შესთავაზა, რომლის მიხედვით, საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულის ავტომობილისათვის დიპლომატიური სანომრე ნიშნის გაცემა იყო შესაძლებელი.

კანონის მოქმედი რედაქციით, არ არის გათვალისწინებული საქართველოში საპატიო კონსულისათვის, საერთაშორისო სამართლით მინიჭებული პრივილეგიები და იმუნიტეტი. საპატიო კონსულები დღეს ჩვეულებრივი სანომრე ნიშნებით სარგებლობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა