ნინო ლომჯარია - მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დროულად უნდა გასცეს პასუხი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებებს

პროკურატურამ დროულად უნდა გასცეს პასუხი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. სახალხო დამცველმა წლიური ანგარიში წარადგინა, რომელიც 2018 წელს მოიცავს და რომელშიც გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.

როგორც ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანგარიშში წარმოდგენილია სიცოცხლის უფლების თავი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება მახვილდება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებასა და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე.

"სიცოცხლის უფლების თავში მოხვდა რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა. მათ შორის, დავიწყებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო მიმდინარე გამოძიებით. სამწუხაროდ, დღემდე არ არის ცნობილი მიმდინარე გამოძიების დეტალები და მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურამ დროულად უნდა გასცეს პასუხი გარდაცვალების გარემოებებს. ასევე, საქართველოს პარლამენტმა, საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი, მათ შორის საგამოძიებო კომისიაც, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად", - განაცხადა ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს