გიორგი გახარია კითხვაზე, „მიხედავს“ თუ არა სამართლებრივად მამუკა ხაზარაძის საკითხს - არ მინდა ამაზე ლაპარაკი, როცა მივხედავ, მაშინ ნახავთ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს. კითხვაზე, „მიხედავს“ თუ არა ის სამართლებრივად აღნიშნულ საკითხს, გახარია პასუხობს, რომ როცა მიხედავს, ნახავს ყველა.

„არ მინდა ამაზე საუბარი. როცა მივხედავ მაშინ ნახავთ", - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „რაღაც პერიოდი დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ და ამის შემდეგ ჩემს იურიდიულ, როგორც მოქალაქის ვალდებულებებს და უფლებებს, აღვასრულებ სრულად“.

კითხვაზე, რა აზრის იყო მინისტრი მამუკა ხაზარაძის მოწოდებაზე, წერილთან დაკავშირებით სასამართლოში ემართლებინა თავი, მინისტრმა „იმედის“ ეთერში უპასუხა, რომ ხაზარაძემ სჯობს კვალიფიციური ადვოკატები დაიქირაოს.

იხილეთ ვიდეო: "არ მინდა ამაზე ლაპარაკი"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა