4 აპრილს იუკიო მიშიმას „ნიღბის აღსარების“ პრეზენტაცია გაიმართება

გამომცემლობა „დიოგენე“ იუკიო მიშიმას „ნიღბის აღსარების“ პრეზენტაციას გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, პრეზენტაცია 4 აპრილს გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე 24 წლის ავტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა.

„ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანიშნავად გამოსდის და ერთგვარად ეხმარება კიდეც, დარჩეს ბოლომდე გულწრფელი, თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს. ძალადობა, სხვადასხვა სახით გამოვლენილი სექსუალობა, ადრეულ ასაკში სიკვდილის გამძაფრებული წყურვილი - ამ წიგნში იუკიო მიშიმასთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებს ვხვდებით, რომლებსაც მოგვიანებით დაწერილ რომანებში იგი არაერთხელ დაუბრუნდება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო