მაია ცქიტიშვილი სამეგრელოში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამეგრელოში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობით დაინტერესდა და რეგიონში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს.

მაია ცქიტიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, წყალარინების სისტემის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც მომავალი წელს დასრულდება, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მთლიანი ბიუჯეტი 137 მლნ ლარზე მეტია.

ზუგდიდის მოსახლეობის 60 პროცენტი, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, დღემდე ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით. პროექტი ქალაქის ამორტიზებული ქსელის რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს, აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი გამწმენდი ნაგებობაც, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება. პროექტი შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ექვსი კორპუსი შენდება. აქედან სამის მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, ზაფხულში უნდა დასრულდეს, სამი კორპუსის მშენებლობის დასრულება კი 2021 წლის დასაწყისში იგეგმება. ამ საცხოვრებელ სახლებში ბინას 720 ოჯახი მიიღებს.

ზუგდიდში საბავშვო ბაღის მშენებლობაც მიმდინარეობს. სკოლამდელი დაწესებულება 125 აღსაზრდელზეა გათვლილი და ეს პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით ერთი მილიონი ლარით ფინანსდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა