დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ოხანაშვილის მიმართვა ვენეციის კომისიისადმი წინააღმდეგობაში მოდის დაპირებასთან, რომ კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ანრი ოხანაშვილის მიმართვა ვენეციის კომისიისადმი, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის თაობაზე დასკვნა 19 აპრილამდე მოამზადონ, წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის წევრების დაპირებასთან, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

როგორც დღეს ადვოკატმა მაია ბაქრაძემ განაცხადა, იურისტთა ჯგუფისთვის მთავარი არის, რომ ვენეციის კომისიამ გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული კონტექსტი, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები და ამის შესაბამისად დადოს დასკვნა.

„პირველი მოსმენით კანონპროექტი უკვე მიღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პრინციპების დონეზე უკვე მოიპოვა მხარდაჭერა. განხილვა გაგრძელდება 19 აპრილს მეორე მოსმენით, როდესაც მოხდება მუხლობრივი შინაარსის განხილვა. გუშინ ვნახეთ კანონპროექტის ავტორის ანრი ოხანაშვილის განცხადება, რომელმაც ბრძანა, რომ 19 აპრილს იქნება განხილვა და სთხოვა ვენეციის კომისიას, რომ სწორედ ამ რიცხვისთვის მოამზადოს დასკვნა, რადგან განხილვა არ გადაიდოს. რჩება შთაბეჭდილება, რომ წინააღმდეგობაშია პარლამენტის წევრთა დაპირება იმის თაობაზე, რომ თუ ვენეციის კომისიას ექნება პრინციპებთან დაკავშირებული შენიშვნები, დაბრუნდებიან ციკლით უკან, პირველ მოსმენაზე და თავიდან დაიწყებენ პრინციპების დონეზე განხილვას“, - განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ადვოკატმა მაია ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა