ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ეკონომიკის კიდევ უფრო დასუსტებას

საბანკო რეგულაციები ძალიან მწვავედ დგას ჩვენს საზოგადოებაში. 5 ათას ლარამდე მიკროსესხები 26%-ით არის შემცირებული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან უმრავლესობა საზოგადოების გაღარიბებასა და ქვეყნის ეკონომიკის დასუსტებაში დაადანაშაულა.

„იანვარ-თებერვლის მონაცემი უკვე არსებობს და სამწუხაროდ, არც მარტის მონაცემი იქნება ამ თვალსაზრისით სახარბიელო. ეს ყველაზე მეტად ურტყამს დაბალშემოსავლიან და თვითდასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც სწორედ მიკროსესხების საშუალებით ცდილობენ ააწყონ მცირე ბიზნესი, თავი გაიტანონ ამ საყოველთაო გაჭირვებაში, დაძლიონ სიღარიბე. თქვენ ამბობთ, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულია იმისათვის, რომ თითქოს ქვეყანაში არის ჭარბვალიანობა, მაშინ, როდესაც ერთმანეთში ურევთ მიზეზს და შედეგს. ის, რომ ადამიანები ვერ იხდიან უკვე აღებულ კრედიტებს, განპირობებულია იმ დაბალი ეკონომიკური ზრდით, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელსაც თან ახლავს უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბის ზრდა. თქვენ აღრმავებთ უმუშევრობას, თქვენ ხელს უწყობთ ეკონომიკის კიდევ უფრო დასუსტებას.

აი, მაგალითად, ავეჯის მაღაზიები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ახალმა რეგულაციებმა და განვადების შეუძლებლობამ. შედეგს ვიღებთ იმას, რომ ერთი ხელით „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში ცდილობთ დააფინანსოთ ის საწარმოები, რომლებიც ადგილზე ავეჯს აწარმოებენ და მეორე მხრივ, ხელს უშლით, რომ ამ საწარმოებმა თავისი პროდუქცია საქართველოში გაყიდონ,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დეპუტატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საფინანსო-კომიტეტზე იბარებს. მისი თქმით, კობა გვენეტაძე კომიტეტში მისვლისგან თავს იკავებს, თუმცა ამის გაკეთება მაინც მოუწევს.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დავიბარეთ პარლამენტში. ის ძალიან ჯიუტად თავს არიდებს კომიტეტზე საუბარს „ევროპულ საქართველოსთან“. ახლა გამოაცხადა, რომ მზად არის მოვიდეს პლენარულ სხდომაზე, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ის დიდი ხანია დაიბარა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვალდებულია, მოვიდეს იმ კომიტეტზე და კითხვა-პასუხის რეჟიმში თავად მას გავაგებინოთ, რა პრობლემების წინაშე დადგა საზოგადოება,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა