თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ იენს სტოლტენბერგის მესიჯებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი ყურადღების მიღმა დარჩა

დეპუტატი თინა ბოკუჩავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ გაჟღერებულ მესიჯებს შეეხო და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი ყურადღების მიღმა დარჩა.

„სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარების მთავარი არსი ისაა, რომ ხალხი წყვეტს ვინ იქნება მთავრობაში, ხალხს აქვს უფლება შეცვალოს მთავრობა, ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის. აი ეს გზავნილი ყურად უნდა იღოს „ქართულმა ოცნებამ“, რადგან წინა არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილმა ხალხს წაართვა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შესაძლებლობა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებზე მან ჩაატარა სპეცოპერაცია, მან არჩევნები იყიდა და ადამიანებს წაართვა ყველაზე ძვირფასი დემოკრატიულ საზოგადოებაში: საკუთარი ხმა, საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და ამით საფრთხის წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა. ნატო-ს გენერალური მდივნის გამოსვლიდან ჩანს, რომ საფრთხის ქვეშ დააყენა არა მხოლოდ დემოკრატია, არამედ უსაფრთხოებაც, რადგან ასეთი არჩევნები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროატლანტიკურ არჩევანს, იმ არჩევანს, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ გააკეთა და მიზანს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში და ეს უნდა გაეგო „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა