ეკა გიგაური  - შევთანხმდით, რომ სამომავლოდ შეიქმნება კონკრეტული ფორმატი, სადაც ჩვენ გვექნება საშუალება დანაშაულის სტატისტიკა მივიღოთ და დავამუშაოთ

შევთანხმდით, რომ სამომავლოდ შეიქმნება კონკრეტული ფორმატი, სადაც ჩვენ გვექნება საშუალება დანაშაულის სტატისტიკა მივიღოთ და დავამუშაოთ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, შს მინისტრ გიორგი გახარიას არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, რადგან ხშირად არ არის ისეთი ფორმატები, როცა შესაძლებელია კონსტრუქციულ რეჟიმში გაცვალონ მოსაზრებები.

„საუბარი შეეხებოდა იმას, თუ რა არის შს სამინისტროს სამომავლო მიზნები. შევთანხმდით, რომ სამომავლოდ შეიქმნება კონკრეტული ფორმატი, სადაც ჩვენ გვექნება საშუალება დანაშაულის სტატისტიკა მივიღოთ და დავამუშაოთ. სტატისტიკური მონაცემებით, ცხადია, რომ დანაშაულის გახსნის ტენდენცია არსებობს და ეს არის პოზიტიური, თუმცა მოსახლეობა ელოდება იმას, რომ პოლიცია დაამყარებს წესრიგს. იმისთვის, რომ წესრიგი დავამყაროთ, შეგვიძლია ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გამოვიყენოთ და ძალიან მკაცრი პოლიტიკა იყოს სახელმწიფოს მხრიდან ან შემოვიტანოთ ორი კომპონენტი - დანაშაულთან ბრძოლა და ასევე ის კომპონენტი, რომელიც იწვევს ამ დანაშაულის ჩადენას და ეს არის ის სოციალური ფონი, რომელიც ქვეყანაშია",- განაცხადა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა