ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მომდარ მკვლელობაზე - შესაძლოა, გამოძიების ინტერესი თავიდანვე არ ყოფილიყო ყველა დამნაშავის გამოვლენა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, გამოძიების ინტერესი შესაძლოა, თავიდანვე არ ყოფილიყო ყველა შესაძლო დამნაშავის გამოვლენა.

მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ჩაუტარებელ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებმაც არსებითი გავლენა იქონიეს გამოძიების შედეგებზე.

"რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებას, ჩვენს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების ინტერესი შესაძლოა, თავიდანვე არ ყოფილიყო ყველა შესაძლო დამნაშავის გამოვლენა. ადგილი ჰქონდა ჩაუტარებელ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებმაც არსებითი გავლენა იქონიეს გამოძიების შედეგებზე. ჩვენი აზრით, სახეზე გვაქვს სავარაუდო სამოხელეო დანაშაული. გაიცა რეკომენდაცია, რომ დაწყებულიყო ამ მიმართულებით გამოძიება, თუმცა სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია პროკურატურამ არ შეასრულა. დაწყებულია მხოლოდ სამსახურეობრივი შემოწმება, რომლის შედეგებიც სამწუხაროდ, კვლავ არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა