გიორგი კანდელაკი უმრავლესობას - კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის“ ამოღებამ კარგად წარმოაჩინა “ქართული ოცნების“ ფარისევლობა

კანონიდან სიტყვის “ლიბერალური“ ამოღებამ ძალიან კარგად წარმოაჩინა “ქართული ოცნების“ ფარისევლობა - თან ვითომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს აღნიშნავთ, თან იმათ იდეოლოგიურ ხაზს აგრძელებთ, ვინც საქართველოს თავისუფლებას უპირისპირდებოდა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მმართველი გუნდის მისამართით ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

კანდელაკმა სესიაზე გაზეთ “პრავდას“ 1936 წლის ნომერი წარადგინა, სადაც გამოქვეყებულია მასალა სათაურით - “დამპალი ლიბერალები - მტრების დამქაშები“. როგორც კანდელაკმა განაცხადა, აღნიშნული სათაური და გაზეთი “პრავდა“ “ქართული ოცნების“ ყველაზე კარგი სიმბოლოა.

“ქართული ოცნების“ 6-წლიანი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა “ზოგადი განთლების შესახებ კანონიდან სიტყვის - “ლიბერალური” ამოღება. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამ ნაბიჯით თქვენ ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმაცია მიეცით რუსულ საინფორმაციო ომს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატის თანახმად, დასავლური, ლიბერალ-დემოკრატიული იდეები წარმოადგენს საფრთხეს და გადაგვაჯიშებს. თქვენ ამ ნაბიჯით დაუპირისპირდით ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობას, რომელიც დიახაც, იყო ლიბერალ-დემოკრატრიული იდეების მედროშე ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და პოლიტიკურ აზროვნებაში ამ იდეების დამამკვიდრებელი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტმა გუშინ გამართულ სხდომაზე დეპუტატების ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომელიც “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვის - “ლიბერალური” ამოღებას ითვალისწინებს.

ამავე პროექტის მიხედვით, კანონს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს შორის არის მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების გაცნობიერება და პატივისცემის განვითარება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა