სალომე სამადაშვილი მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე - ვენეციის კომისიის წევრები პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლება დროს არ აძლევს

ვენეციის კომისიის წევრები პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლება არანაირ დროს არ აძლევს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კობახიძის კაბინეტის მიერ მომზადებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტს. სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებას კონტროლირებადი სასამართლო იმისთვის სჭირდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოიყენოს.

„ვენეციის კომისიის წევრები პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ არანაირ დროს ხელისუფლება არ აძლევს და ფორსირებულად, დაჩქარებული გზით ცდილობთ, რომ თავს მოახვიოთ ადამიანებს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანის“ მმართველობას ჩვენს სასამართლო სისტემაში კიდევ ათწლეულობით. მე მესმის თქვენ ეს რატომ გჭირდებათ. კონტროლირებადი სასამართლო დღეს თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ყოველი დღე, რომლითაც საპარლამენტო არჩევნებს ვუახლოვდებით, გვაახლოებს იმ დროსთან, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არანაირი შესაძლებლობა აღარ ექნება დემოკრატიული და სამართლიანი გზით შეინარჩუნოს ქვეყანაში ხელისუფლება. სასამართლო გჭირდებათ სწორედ იმისთვის, რომ მოიხმაროთ, როგორც პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტი, მათ შორის საარჩევნო პროცესებში.

საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად ხედავს იმ ფარსს, რაც თქვენ გაითამაშეთ ვენეციის კომისიასთან ვითომ მიმდინარე რეგულაციებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ამაზე შესაბამის პასუხს მიიღებთ როგორც უახლოეს დღეებში, ასევე, იმ შეფასებებში, რომელიც გაკეთდება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით და პირველ რიგში, სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს