ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ლევან კორტავას საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ პენიტენციური სამსახურის მოხელეებს სასჯელის არაპროპორციულად მსუბუქი ზომა შეეფარდათ

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მსჯავრდებულ ლევან კორტავას პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვალების საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ პენიტენციური სამსახურის მოხელეებს სასჯელის არაპროპორციულად მსუბუქი ზომა შეეფარდათ.

"თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ლევან კორტავას საქმეზე, ეს არის პატიმარი, რომელიც გარდაიცვალა პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენი შეფასებით, ლევან კორტავას საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ პენიტენციური სამსახურის მოხელეებს სასჯელის არაპროპორციულად მსუბუქი ზომა შეეფარდათ. მიგვაჩნია, რომ არის ნამდვილად არაპროპორციულად მსუბუქი სასჯელი, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლის განზრახ მოსპობას, პენიტენციურ დაწესებულებაში წამებას და არაადამიანურ მოპყრობას", - განაცხადა ლომჯარიამ 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას.

რაც შეეხება არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლას, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტში დროულად შევიდეს სახელწიფო ინსპექტორების სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც მისი თქმით, არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება.

"რაც შეეხება არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლას, 2018 წელს სახალხო დამცველმა 7 წინადადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალაში შესულიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების თვალსაზრისით, თუმცა დღეის მდომარეობითაც, მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო ეს სამსახური, ბიუჯეტში არ არის გამოყოფილი საკმარისი ფინანსები იმისთვის, რომ ამოქმედდეს აღნიშნული სამსახური და დაიწყოს ფუნქციონირება. მითუმეტეს, რომ ჩვენს მიერ შესწავლილი 40-მდე არასათანადო მოპყრობის გამოძიების მასალებიდანაც ჩანს, რომ სამწუხაროდ, გამოძიებაში არსებობს პრობლემები არასწორი კვალიფიკაციის, დაზარალებულის, არასათანადო ჩართულობის, ჩაუტარებელი საგამოძიებო მოქმედებების და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონი დროულად შევიდეს ძალაში", - განაცხადა ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს