კახა კალაძე - როცა ვნახე კადრები, ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა - სოლიდარობის ქსელის აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი

როდესაც ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა - სოლიდარობის ქსელის აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ჭავჭავაძის #5-ში გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, ის მზად იყო შეხვედროდა ახალგაზრდებს და მათთვის გაეცნო ის პროექტები, რაც თბილისის მერიამ შრომის უსაფრთხოების დაცვისა და რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით განახორციელა.

„ჩემთვის პირადად გაუგებარია მოთხოვნები. მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება გუშინ მომხდარ ფაქტს, რომელსაც ჩემი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მითხრეს არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებს მუშების უფლებებს და ითხოვს შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან და მერთან. მე რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე და აღვნიშნე, რომ მზად ვარ შევხვდე ადამიანებს, მოვუსმინო, მივაწოდოს ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა წლების განმავლობაში ამ მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. გარკვეული ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე, თბილისის მერიაც იყო ინიციატორი გარკვეული ცვლილებებისა, რომელთა ინიცირება გასულ წელს მოვახდინეთ, ეს ეხებოდა მშენებლობებზე რეგულაციების გამკაცრებას, თვითონ მშენებლობებზე დასაქმებულების უფლებებს, მათ უსაფრთხოებას და ა.შ. ამ ყველაფერს ავუხსნიდი ახალგაზრდებს, თუმცა თუ როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ დაინახა. როდესაც მე ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა და აღარ გავაგრძელებ, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ჯგუფს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს