ეკა ბესელია - მრჩება შთაბეჭდილება, რომ სოფო კილაძე მეჯიბრება

არ მინდა ასეთი სახელი დავარქვა, არ იქნება ჩემგან ლამაზი, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ სოფო კილაძე მეჯიბრება, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ „ბავშვთა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.

ეკა ბესელიას განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობა ნაჩქარევად მიმდინარეობს, რაც შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს.

მისი თქმით, 2016 წელს ამ მიმართულებით განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებული ცვლილებები და იმედოვნებს, რომ ხარვეზები, რომელიც ახალ რედაქციას აქვს და რომელზეც საზოგადოების დიდი ნაწილი საუბრობს, გამოსწორდება.

„ამ პროცესს ვაკვირდები და გული მწყდება, რადგან ძალიან ბევრი კრიტიკული შეფასება იყო, თითქმის ყველა მხრიდან, ბევრი მიმართულებით. როდესაც ბავშვთა უფლებების რეფორმების თემაზე ვმუშაობდით და ძალიან დიდი რეფორმა დავამტკიცეთ 2016 წელს, მაქსიმალურად ავიღეთ საერთაშორისო სტანდარტი.

სოფო კილაძე მოუმზადებლად შეეხო ისეთ სფეროებს და ისეთ საკითხებს, რომ არ მოხდა კარგი ანალიზი. ეს ყველაფერი საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას და ანალიზს. მე არ ვისურვებდი, რომ ასე ნაჩქარევად მოხდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ იქნება კარგი ეფექტის მომტანი ბავშვის უფლებების მიმართულებით. ვფიქრობ ამას ფაქიზად მიდგომა სჭირდება და არა ჯიუტად“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ბავშვთა უფლებებზე კანონპროექტი, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე განიხილება.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა