ოთარ კახიძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ცოტა უცნაურია, რადგან მისი გაპრეზიდენტებაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ცოტა უცნაურია, რადგან მისი გაპრეზიდენტებაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება", - ასე აფასებს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, საქართველოს პრეზიდენტის "შპიგელთან" გაკეთებულ განცხადებას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ შეძლო სიტუაციის კონტროლქვეშ აყვანა.

ოთარ კახიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის რესურსების დამოუკიდებლად, არც სალომე ზურაბიშვილს და არც მმართველ პარტიას არ აქვს ანგარიშგასაწევი ავტორიტეტი.

"სალომე ზურაბიშვილის განცხადება ცოტა უცნაურია, რადგან მისი გაპრეზიდენტებაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. დამოუკიდებლად ქალბატონი სალომე არ წარმოადგენს ანგარიშგასაწევ პოლიტიკოსს, ისევე როგორც ცალკე აღებული "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის გარეშე," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს