ირაკლი აბესაძე უმრავლესობას - მე მგონი საკმარის დემოკრატიად მიგაჩნიათ, თუ კარავში ცხოვრობენ შვილმკვდარი მამები და ამ კარავს არავინ დაშლის

მე მგონი თქვენ საკმარის დემოკრატიად მიგაჩნიათ, თუკი კარავში ცხოვრობენ შვილმკვდარი მამები და კარავს არავინ არ დაშლის, - ამ სიტყვებით მიმართა კოლეგებს დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირაკლი აბესაძემ და დაინტერესდა მიიღო თუ არა პარლამენტმა პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და პროკურატურისგან, მაჩალიკაშვილის და ხორავას საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა ადგილი სამსახურებრივ გადაცდომებს.

„მაინტერესებს რა პასუხი მიიღეთ თქვენს დადგენილებაზე, რომელიმე თქვენგანს თუ შეგიძლიათ გვითხრათ პროკურატურამ ან შინაგან საქმეთა სამინისტრომ რა გააკეთა სამსახურეობრივი მოკვლევის ფარგლებში?! გამოიკვეთა თუ არა რომელიმე ზედამხედველი პროკურორის ან თუნდაც გამოძიებლის სამსახურებრივი დარღვევის ნიშნები?! დადგა თუ არა დარღვევის ნიშნები ან დადგა თუ არა რომელიმე პირის თანამდებობრივი უფლებამისილების საკითხი, დადგა თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმ გამომძიებლების და პროკურორების მიმართ, რომლებიც მიზანმიმართულად არ ატარებდნენ საგამოძიებო პროცესებს, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ მიეჩქმალათ სიმართლე და სინამდვილე. არა, დარწმუნებული ვარ არ გაქვთ. თქვენი გულგრილი და ფორმალისტური დამოკიდებულების შედეგი არის ის ძალიან მძიმე შემთხვევა, როდესაც თვეების განმავლობაში, შვილმკვდარი მამები ცხოვრობენ კარავში. მე მგონი ყველას დაგვავიწყდა და მე მგონი თქვენ საკმარის დემოკრატიად მიგაჩნიათ თუკი კარავში ცხოვრობენ შვილმკვდარი მამები და კარავს არავინ არ დაშლის, მგონი თქვენ საკმარისად მიგაჩნიათ თუკი პარლამენტმა თავისი მტკიცე როლი შეასრულა და რაღაც ფარატინა ფურცელი გაუგზავნა შსს და პროკურატურას, მაგრამ თუ ამ ყველაფერზე პასუხები არ არის და შედეგები არ არის, მაშინ თქვენი გასაოცარი დემოკრატიის და ძალიან წარმატებით რეგლამენტის ფარგლებში იქნებ გვიპასუხოთ: საერთოდ რას ვწერთ და რას ვკითხულობთ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დეპუტატმა კოლეგებს მოუწოდა აღნიშნული საკითხის გარკვევის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართოს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო