დიმიტრი ცქიტიშვილი - ბევრი სამშენებლო კომპანია არ უყურებს კანონში ცვლილებებს, არ ითვალისწინებს იმ მოთხოვნებს, რაც კანონშია გაწერილი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.

როგორც ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კანონი ეფექტურია, თუმცა მისი აღსრულების კუთხით პრობლემები არსებობს.

„მინდა დავუბრუნდე იმ თემას, რაზეც კოლეგებმა უკვე ისაუბრეს - ეს არის ორი დღის წინ სამუშაოს შესრულებისას დაღუპული ორი ადამიანის შემთხვევა, რომელიც ძალიან ტრაგიკული იყო. არ შემიძლია, საკუთარ პოლიტიკურ გუნდს არ გავუზიარო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დგება. რაც არ უნდა ბევრი დაეშავებინა და, რა თქმა უნდა, ბევრი დააშავა წინა ხელისუფლებამ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა რომ შეიცვალოს მდგომარეობა და როგორც მინიმუმ გამონაკლისების გარდა არ ხდებოდეს რაღაც შემთხვევები, მითუმეტეს, ასეთი ტრაგიკული შემთხვევები.

კანონი, რომელიც მივიღეთ მნიშვნელოვანია, ეფექტურია ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, გათვალისწინებულია ევროპული დირექტივებიც, მაგრამ ჩვენ რეალურად გვაქვს პრობლემა კანონის აღსრულების, ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი და მე არ ვსაუბრობ მაინცდამაინც გრძელვადიან პერსპექტივაზე, თუმცა, აქაც არის მნიშვნელოვანი საკითხები დასარეგულირებელი. ეს არის გადაუდებელი საკითხები, რომელიც დღეს და ხვალ უნდა მოგვარდეს, დღეს და ხვალ უნდა შეიკრიბონ აღმასრულებელი რგოლები იმისთვის, რომ ჩვენ კონკრეტულ სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი ჩავატაროთ, გავიგოთ თუ სად, რა ხარვეზი შეიძლება იყოს და თავიდან ავიცილოთ შესაძლო მსხვერპლი, რომელიც შეიძლება უახლოეს დღეებში და კვირებში შეიძლება დადგეს. სამწუხაროდ, ბევრი კომპანია არ უყურებს კანონში ცვლილებებს, არ ითვალისწინებს იმ მოთხოვნებს, რომელიც კანონშია გაწერილი, შესაბამისად დგება ის შემთხევვები, რომელიც დგება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს და ხვალ უნდა დაიგეგმოს მონიტორინგის მოკლევადიანი გეგმა იმისთვის, რომ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდეს მონიტორინგი, გამოვლინდეს ხარვეზები და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ისეთი ობიექტების მუშაობის შეჩერება, სადაც ასეთი კრიტიკული შეუსაბამობებია.

„შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტუქტურები სხვადასხვა უწყებებშია გადანაწილებული. ეს არის შრომის ინსპექცია, რომელიც ჯერ კიდევ სრულად და ძლიერად ვერ ფუნქციონირებს, ეს არის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ეკონომიკის სამინისტროშია და არის მუნიციპალური სამსახურები, რომელიც გარკვეულ რესურსებს ფლობენ. ჩვენ გვჭირდება დღეს და ხვალ დაიგეგმოს მონიტორინგის მოკლევადიანი გეგმა იმისთვის, რომ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც მნიშვნელოვანი სამშენებლო პროცესები მიმდინარეობს დაუყოვნებლივ ჩატარდეს მონიტორინგი, გამოვლინდეს ხარვეზები და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ისეთი ობიექტების მუშაობის შეჩერება, სადაც ასეთი კრიტიკული შეუსაბამობებია. გარდა ამისა, აუცილებლად საჭიროა დავსხდეთ და უფრო გონივრულად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად უნდა გაძლიერდეს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ფუნქციები, არ იქნება აღსრულების ქმედითი მექანიზმები, ის კანონები, რომელიც მივიღეთ ან უნდა მივიღოთ, არ იქნება ეფექტური. აქ არის მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გადაეცით მთავრობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავსხდეთ და მოვიფიქროთ ეფექტური მონიტორინგის მექანიზმები, ამაში შესაძლოა, იყოს ჩართული არასამთავრობო სექტორიც. ეს არის სერიოზული გამოწვევა და სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა