კახა კალაძე ბაღებში რძის პროდუქტებში აღმოჩენილ ხარვეზებზე კომპანიის დაჯარიმებაზე - კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა

იმისთვის რომ საბავშვო ბაღებში არასწორი პროდუქტები არ შევიდეს შემოწმებები მომავალშიც გაგრძელდება და კანონის შესაბამისად განხორციელება ყველა ზომა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საბავშვო ბაღებში რძის პროდუქტებთან დაკავშირებით აღმოჩენილ ხარვეზებს.

„როდესაც ხდება ასეთი ტიპის დარღვევები, შესაბამისი რეაგირება და ქმედებების განხორციელება ხდება ჩვენი მხრიდან. შემთხვევით არ არის რომ ხორციელდება შემოწმებები, რაც რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება, იმისთვის რომ ჩვენ ყველანაირად დაცულები ვიყოთ, რომ არასწორი პროდუქტები არ შევიდეს საბავშვო ბაღებში და არა მხოლოდ საბავშვო ბაღებში, ზოგადად ამ მიმართულებით გამკაცრებული მუშაობა მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, მნიშვნელოვანია ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის, რომ უსაფრთხო, სუფთა პროდუქტები მიიღონ სხვადასხვა კონკრეტულ ადგილებში. ამ მიმართულებით აუცილებლად მოსაწესრიგებელია მდგომარეობა. რაც შეეხება კითხვას დაჯარიმდება თუ არა კომპანია, რომელმაც დაარღვია დაწესებული ნორმა, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა“, -განაცხადა კახა კალაძემ.

არაჟანში, ხაჭოსა და ყველში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, 27 მარტიდან თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან აღნიშნული პროდუქტები ამოღებულია. აღნიშნული პროდუქტების კვლევა 13 ბაგა-ბაღში ჩატარდა, საიდანაც დარღვევები მხოლოდ 111-ე ბაღში აღმოჩნდა. ამის შესახებ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანიის, “ნილის” წარმომადგენელმა თეონა ნინოშვილმა განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, მონიტორინგის მიხედვით, შპს “ქობულეთურის” მიერ წარმოებულ არაჟანსა და ხაჭოში მცენარეული ცხიმი, ხოლო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებულ ყველში რძის ფხვნილი აღმოჩნდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს