ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან „ერთგვარ შურისძიებაზე“ საუბრობს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საზღვარგარეთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრთა შემადგენლობის შეცვლის საკითხზე დღეს იმსჯელებენ.

არსებული ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატებს, რომლებიც ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს ინარჩუნებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომლის განცხადებითაც, პარლამენტის თავმჯდომარე ამ გზით ცდილობს ყოფილ თანაგუნდელებზე შურისძიებას.

ბესელიას ინფორმაციიით, ცვლილება შეეხება ევროსაბჭოს ქართულ დელეგაციას, რომლის წევრიც თავად არის. დეპუტატის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ეს ცვლილება განხორციელდება, პარლამენტის თავმჯდომარე დაარღვევს ევროსაბჭოს რეგლამენტს, ვინაიდან ცვლილების განხორციელება 2019 წლის იანვრამდე დაუშვებელია.

ბესელიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ზიანს მიაყენებს.

„ეს არის ერთგვარი შურისძიება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, რომელმაც წერილობით დამიდასტურა, რომ 2019 წლის იანვრამდე ცვლილების განხორციელება არ შეიძლება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა