რელიგიის სააგენტო სუნიტ მუსლიმებს „მიღრაჯის ღამის“ დღესასწაულს ულოცავს

დღეს სუნიტი მუსლიმები „მიღრაჯის ღამის“ დღესასწაულს აღნიშნავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

„დღეს სუნიტი მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია - „მიღრაჯის ღამე“, რომელიც მუჰამედის ღამის მოგზაურობასა და მის ცად ამაღლებას უკავშირდება. მიღრაჯის ღამე შუამავლის ერთ-ერთი უდიდესი სასწაულია, რომლის შემდეგაც მუჰამედმა მუსლიმებს დიდი საჩუქარი, ხუთგზის ლოცვა - ნამაზი უბოძა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სუნიტ მუსლიმ თემს ულოცავს დღესასწაულს“,- ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო