შიდა ქართლის გუბერნატორმა გრინვეის სერვის ცენტრი დაათვალიერა

შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი სოფელ რუისში, სს „გრინვეი საქართველოს“ სერვის ცენტრს სტუმრობდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „გრინვეი საქართველოდან“ აცნობეს.

გიორგი ხოჯევანიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გრინვეის ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასა.

მათივე ინფორმაციით, სს „გრინვეი საქართველო“ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 10 სერვი ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასევე, მაღალმთიანი მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კომპანია გადასატან ტექინსპექტირების სადგურებს ფლობს.

სს „გრინვეი საქართველოს“ პარტნიორია ესპანური ტექნიკური ინსპექტირების ბრენდი „Applus“, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. სწორედ, ესპანური გამოცდილების გათვალისწინებით მოეწყო ტექინსპექტირების ქსელი საქართველოში და „გრინვეი“ მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 52 მლ ინვესტიცია და შექმნა 330 სამუშაო ადგილი.

უშუალოდ რუისში მდებარე სერვის ცენტრში დასაქმებულია 9 პირი. აღნიშნულმა ცენტრმა ტექნიკური ინსპექტირება უკვე ჩაუტარა 2000 -მდე ავტომობილს. გრინვეის ქსელში კი სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება თითქმის 50 ათასმა ავტომობილმა გაიარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო