ფილარმონიის დირექტორი - ბიზნესგეგმით, რასაც სიმფონიური ორკესტრი სახელმწიფოს სთავაზობს, ბიუჯეტის ხარჯზე მოუწევთ ორკესტრის და დარბაზის რჩენა

თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორის გიორგი კერესელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქონების მართვის სააგენტოს, ეკონომიკის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს, დარბაზის გარშემო განვითარებული მოვლენების განხილვა აქტიურად დაიწყო.

„გადავედით სამუშაო რეჟიმზე, იმ ფაზაში, როცა სრულ დოკუმენტაციას გვაგზავნინებენ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში. როგორც ბოლო ცნობებით ვიცი, საკითხი არის მომზადებული და გამზადებული იმისათვის, რომ უკვე მთავრობაზეც გავიდეს და განხილულ იქნას," - აცხადებს გიორგი კერესელიძე.

მისივე თქმით, დარბაზის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას.

მისივე თქმით, სახელმწიფოს დარბაზის რჩენა ძვირი დაუჯდება.

„ძალიან ბევრი სხვა დარბაზები აქვს სახელმწიფოს სარჩენი. ამიტომ ერთით მეტს კიდევ ნუ ავკიდებთ. ეს იქნება ძალიან ბევრმილიონიანი შესანახი ობიექტი. მითუმეტეს, იმ ბიზნესგეგმით, რასაც სიმფონიური ორკესტრი სთავაზობს. მათ მოუწევთ სიმფონიური ორკესტრის რჩენაც ბიუჯეტის ხარჯზე და პლუს ამ დარბაზის რჩენაც. საერთოდ, ქართულ შოუბიზნესს, რომელსაც ამდენი წელია სიმწრით ვავითარებდით, როგორც ბიზნესს, ალბათ, ეს ყველაფერი კატასტროფამდე მიიყვანს,“ - აღნიშნა კერესელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო