გიორგი ხანიშვილი შეხვედრას „სავაჭრო პოლიტიკა და საქართველოს რეფორმა სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის რეგულირების სისტემისათვის“ დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამუშაო შეხვედრას „სავაჭრო პოლიტიკა და საქართველოს რეფორმა სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის რეგულირების სისტემისათვის“ დაესწრო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შეხვედრის მიზანს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა.

როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) და ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

ამასთან, შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ და ყურადღება ამ ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჯეფრი რენო, რომელმაც ქვეყანაში სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის კუთხით არსებულ მდგომარეობას პროგრესული უწოდა და სექტორის რეფორმირების პროცესში სრული მხარდაჭერა დააფიქსირა.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე (მათ შორის აშშ-ს ბაზარზე) გატანის შესაძლებლობების განხილვა და ამ კუთხით ქართველი ფერმერების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფერმერებს და მზად ვართ აღნიშნული მიზნების მიღწევაში დახმარებისთვის“, - განაცხადა ჯეფრი რენომ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა