მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - საგამოძიებო ორგანო ცდილობს სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული არასრულწლოვან გ.ჯ.-ს გადააბრალოს

საგამოძიებო ორგანო პირვანდელ ვერსიაზე რჩება და ცდილობს სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული არასრულწლოვან გ.ჯ.-ს გადააბრალოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გ.ჯ.-ს ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

ის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

„დასკვნით სიტყვაში ყურადღებას გავამახვილებ იმ მტკიცებულებებზე, რომელიც საქმეში არსებობს, რომელიც გამოვიკვლიეთ და რომელიც ცალსახად ადასტურებს დაცვის მხარის პოზიციას. პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ გვქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა, რათა გამოესწორებინა ის უამრავი შეცდომა, რომელიც გამოძიების დროს დაუშვეს. რეალურად დადასტურდა, რომ გამოძიება სწორად და ობიექტურად არ იყო წარმართული. ნაცვლად იმისა, შეცდომები გამოესწორებინათ, საგამოძიებო ორგანო პირვანდელ ვერსიაზე რჩება და ცდილობს სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გადააბრალოს. ყველა სამართლებრივი გზით ვიბრძოლებთ და არ დავუშვებთ, რომ სხვა პირების მიერ ჩადენილი დანაშაული არ დაბრალდეს იმ პირს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია", - განაცხადა კაკაბაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა