ქუთაისის აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისები შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისები შესრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს. დღეს, 22: 50 საათზე გდანსკიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდება.

პოლონეთის საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე დახვდება და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

გდანსკი პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგურია ბალტიის ზღვაზე. ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია „ვიზეარი“ კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი 2018 წელს პირველად გახდა უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია wiz air, რომელმაც მგზავრთნაკადის 12 % გადაიყვანა. (თურქიშ ეარლანსი -11 % 559,984 მგზავრი, ჯორჯიან ეარვეისი - 11 %, 557,031 მგზავრი).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა