მნიშვნელოვანია, რომ ჭიათურაში ახალგაზრდა ენერგიით სავსე ახალგაზრდები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ნელ-ნელა დაიწყონ სისტემის ქვემოდან ზემოთ ცვლილება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორც პატრიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული „ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები“ ჭიათურაში დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერენ მხარს.
„სანამ „ქართული ოცნება“ შეიცვლება 2020-ში, მნიშვნელოვანია ადგილზე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და მნიშვნელოვანია, რომ „ოცნებამ“ წააგოს აქ შუალედური არჩევნები. ყველა პრობლემის მოგვარება ერთბაშად შეუძლებელია, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარების დაწყება შეიძლება მერის არჩევნებით, მინდა მოვუწოდო თანამოქალაქეებს, რომ აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ კანდიდატს. ეს არის რეალური ალტერნატივა და ჩვენ ახლაც და მომდევნო არჩევნებზეც ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს სისტემა შეიცვალოს, „ქართული ოცნება“ დამარცხდეს და ახალგაზრდები წამოვიდნენ წინა პლანზე. ამისთვის ეს არის ერთერთი პირველი ნაბიჯი“, - განცხადა სერგი კაპანაძემ.