ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ჭიათურაში მერის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს დავით ჭუმბურიძეს დაუჭირა მხარი

მერის შუალედურ არჩევნებში, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჭიათურაში, ორგანიზაცია „მომავლის ჭიათურას“ დამოუკიდებელ კანდიდატს, დავით ჭუმბურიძეს დაუჭირეს მხარი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

პარტიების წარმომადგენლებმა ჭიათურაში დავით ჭუმბურიძე დღეს ოფიციალურად წარადგინეს. წარდგენილ კანდიდატურას მხარს „ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „შენების მოძრაობა“ უჭერს.

შეხვედრაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეზე, უმუშევრობასა და კრიმინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეული არჩევნები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

„საქართველოს მომავალი არის არა „ქართულ ოცნებაში“, არა ბიძინა ივანიშვილში, არა ოლიგარქებში. საქართველოს მომავალი არის ახალგაზრდებში, რომელთაც სურთ საკუთარი რაიონის ფეხზე დაყენება, წინსვლა და ხალხის უკეთ ცხოვრება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს