ემზარ კვიციანი „დირსში“ შეჭრილ დევნილებზე - ხალხს უნდა საცხოვრებელი, ან ჩაასახლეთ ან გაუშვით უკან, აფხაზეთში

„დირსის" საცხოვრებელ კომპლექსთან, სადაც რამდენიმე დღის წინ დევნილები შეიჭრნენ, „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა.

როგორც კვიციანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მას შემდეგ, რაც „დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში მყოფ დევნილებს მოინახულებს, მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ უკვე პარლამენტში ისაუბრებს.

„მინდა გავიგო რა მდგომარეობაა. შემდეგ კი პარლამენტში ვიტყვი ჩემს სათქმელს. 26 წელიწადია ეს ხალხი წვალობს და 26 წელიწადია ელოდებიან ბინას. ამდენი წელია ატყუებდა როგორც წინა ხელისუფლება, ისე დღევანდელი ხელისუფლება ატყუებს ამ ხალხს. მესმის მე მათი გაჭირვება და ესმის სულ ყველას პარლამენტში, მაგრამ საქმეს არავინ აკეთებს, იმიტომ, რომ არ არის მათი პოლიტიკური ნება. „შევარდნას" რომ არქმევენ მათ შესვლას, რაც გინდათ ის დაარქვით, ხალხს უნდა საცხოვრებელი. ან ჩაასახლეთ ან გაუშვით უკან, აფხაზეთში", - განაცხადა კვიციანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს