ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი - მებაღემ, დამხმარე ქალმა და სამეფო ოჯახის მეგობარმა გამოძიებას აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენებები მისცეს

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მიყენებული დაზიანებები სახეზე აღენიშნებოდა. მან ანას დაუმტვრია ტელეფონი და საშუალება არ მისცა, რომ სადმე დაერეკა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელიშვილმა განუცხადა.

ლევან გორელიშვილმა სამეფო წყვილს შორის რამდენიმე წლის წინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა. ამასთან აღნიშნა, რომ ფიზიკური ზიანის მიყენების შემდეგ დავითმა ანას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. გარდა ამისა, გორელიშვილის თქმით, დაპირისპირებების მიუხედავად, სამეფო წყვილი მაინც ერთად ცხოვრობდა, ხოლო, ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, ძალადობის შემდგომ, რასაც მეფე აკეთებს, არის ის, რომ დავითი უკავშირდება თავის ერთ-ერთ მეგობარს და აფთიაქიდან მედიკამენტების წამოღებას სთხოვს. შემდგომ ელოდება, რომ იმოქმედოს ამ მედიკამენტებმა. ანას ეს დაზიანებები სახეზე აღენიშნებოდა. მან დაუმტვრია ტელეფონი ანას და საშუალება არ მისცა, რომ სადმე დაერეკა. დავითმა ანას თავისი ტელეფინით დაარეკინა თვის მძღოლთან და სთხოვა, რომ იმ დღეს არ გამოევლო და ორი დღის შემდგომ გამოევლო. ამასთან, საშუალებას არ აძლევდა, რომ საგურამო დაეტოვებინა.

გარდა ამისა, ანას დაარეკინა დედასთან, რომელსაც უთხრა, რომ ის საგურამოდან 2 დღის განმავლობაში ვერ დაბრუნდებოდა. წყვილი 2014 წელს ერთად ცხოვრობდა", - განაცხადა გორელიშვილმა.

ამასთან, ადვოკატ გორელიშვილის განმარტებით, სამეფო წყვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოკითხვაზე თავადაც არის დაბარებული, თუმცა გამოკითხვის თარიღი მისთვის ჯერჯერობით უცნობია.

"ძალადობის ფაქტს მე პირადად არ შევსწრებივარ ისევე, როგორც დავითის, ანას და მცირეწლოვანი ბავშვის გარდა, არავინ შესწრებია. იმ პერიოდში ანას საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა ვიცნობ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ საგურამოდან ანა წამოიყვანა. ეს არის მძღოლი დავით ვასაძე. ვასაძე გამოკითხული არ არის, თუმცა იგეგმება მისი გამოკითხვა", - განაცხადა გორელიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სამოქალაქო დავის ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ მებაღე, დამხმარე ქალბატონი და ოჯახის მეგობარი. ადვოკატის თქმით, ყველა მათგანმა გამოძიებას ერთმანეთისგან განსხვავებული და საპირისპირო ჩვენება მისცა.

"ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მათგანი პასუხისგებაში აუცილებლადაა მისაცემი იმიტომ, რომ ის სამი ინფორმაცია, რომელიც მათ ერთდროულად გააჟღერეს, წარმოუდგენელია სიმართლე იყოს. მებაღე ამბობს, რომ ანა საგურამოში ნანახი ჰყავს. ოჯახის მეგობარი ამბობს, რომ ანას საგურამოში ფეხი არასდროს დაუდგამს ( ეს ესპანელი პიროვნებაა და თარჯიმანმა მისი სიტყვები ასე თარგმნა), ხოლო დამლაგებელი ქალბატონი ამბობს, რომ ანას საგურამოში არასდროს უცხოვრია და განმარტავს, რომ ანა პირველად მას შემდეგ ნახა, რაც ტელევიზიაში სიუჟეტი გავიდა. ვფიქრობ, რომ მოწმეები მიზანმიმართულად გაფრთხილებულები იყვნენ იმის შესახებ, თუ რა ჩვენება უნდა მიეცათ", - განაცხადა გორელიშვილმა.

რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის, ლევან ჩხეიძის განცხადებას, რომ ექსპერტიზის დასკვნა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სავარაუდოდ, მიკერძოებულია, ლევან გორელიშვილის თქმით, ეს სერიოზული ბრალდებაა, რასაც პასუხს ალბათ, თავად ექსპერტიზის ბიურო გასცემს.

"სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში წერია, რომ ანას სხეულზე აქვს მრავალი სისხლ-ჩაქცევა, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. რა საგნით მიაყენა დავითმა ანას დაზიანებები, კონკრეტულად ეს ჩემთვის ცნობილი არ არის. რამდენადაც ვიცი, ანა იმ მომენტში თითქმის გონებადაკარგულ მდგომარეობაში იყო", - განაცხადა ლევან გორელიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს