საქართველომ აბუ-დაბის საქმიანი ტურიზმის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველომ აბუ-დაბის საქმიანი ტურიზმის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მიიღო.

„IBTM Arabia-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.

გამოფენის ფარგლებში სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების და ევროპის საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 40-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოში სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიების გამართვის შესაძლებლობები განიხილეს,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა