საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციიდან აცნობეს, აღნიშნულ სფეროში უკანასკნელ პერიოდში დაძაბულობაა.

ამასთან, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) განმარტავს, რომ რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი ჯგუფი ცდილობს, ქვეყანაში საავტორო უფლებების მართვის და ჰონორარების მიღებისა და განაწილების უფლება მოიპოვოს. GCA-ში აცხადებენ, რომ ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნით ამ მიმართულებით სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდება და სწორედ ეს არის რუსეთის გეგმაც.

„როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფი ცდილობს საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას. გამომდინარე იქიდან, რომ მათი ეს მცდელობა ეწინააღმდეგება კანონს, ისინი, ბინძური ხერხებით ცდილობენ მოახდინონ ასოციაციის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის დეზორგანიზება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა არაერთი ტყუილი, თუმცა ამჯერად, მათი მოქმედება ყოველგვარ ზღვარს გასცდა. საქმე ეხება, გაზეთ „ასავალ დასავალის“ 1-7 აპრილის ნომერში, ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის მიმართ გამოქვეყნებულ, რბილად რომ ვთქვათ აბსურდულ ბრალდებას. სტატიაში, გიგა კობალაძე, ვისი პრინციპული პოზიციის გამოც ამ სფეროში რუსული აგრესია გამოაშკარავდა, წარმოჩენილია როგორც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ხერხებით ბრძოლა სცილდება ყველა დასაშვებ ნორმას და მნიშვნელოვნად აზიანებს ქართველ ავტორ-შემსრულებელთა ინტერესებს, ამასთანავე ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს საავტორო უფლებების სფეროში რუსეთის ინტერესების გატარების მცდელობას. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ საეჭვო ორგანიზაციის და მის უკან მდგომი პირების საქმიანობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა