„სოლიდარობის ქსელი“ კახა კალაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ გუშინდელი აქციის ორგანიზატორები პოლიტიკოსები არ ყოფილან

აქციის ორგანიზატორები არ ყოფილან პოლიტიკოსები. მართალია, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ჯგუფმა სცადა არსებული პროტესტის საკუთარი პოპულისტური მიზნების განხორციელების პლატფორმად გამოყენება, თუმცა ჩვენ, „სოლიდარობის ქსელმა“, აღნიშნული არ დავუშვით და არც შემდგომში დავუშვებთ, - ასე პასუხობს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „სოლიდარობის ქსელი“ თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

როგორც „სოლიდარობის“ ქსელის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მერი შეგნებულად, სხვადასხვა მიზეზის გამოგონებით თავს არიდებს მშრომელებთან პირდაპირ შეხვედრასა და შინაარსობრივ მსჯელობას არსებულ პრობლემებზე.

„გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, სადაც ის აქციის ორგანიზატორებს მოგვიხსენიებს ახალგაზრდების ჯგუფად და ამით ცდილობს გადაფაროს ის შინაარსი და საფუძველი, რომელიც რეალურად ჰქონდა აქციას.

გვსურს ცალსახად განვმარტოთ:

აღნიშნული აქცია ორგანიზებული იყო დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „სოლიდარობის ქსელი“ მიერ. შესაბამისად განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში არსებულ მომაკვდინებელ სამუშაო პირობებს პირველ რიგში, სწორედ დასაქმებულები აპროტესტებდნენ. ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არიან საფრთხის ქვეშ სამუშაო ადგილებზე და რომლებიც მინიმალური ანაზღაურების ნაცვლად ფაქტობრივად, სწირავენ სიცოცხლეს.

ჩვენ უკვე მრავალი წელია ვაპროტესტებთ, როგორც დღევანდელი, ისე წინამორბედი ხელისუფლების მიერ შემუშავებულ შრომის პოლიტიკას, კანონმდებლობას და მის აღუსრულებლობას. დასაქმებულების მიერ შექმნილი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „სოლიდარობის ქსელი“ აქტიურად მუშაობს საქართველოში მშრომელთა არსებული მდგომარეობის შესაცვლელად.

აქციის ორგანიზატორები არ ყოფილან პოლიტიკოსები. მართალია ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ჯგუფმა სცადა არსებული პროტესტის საკუთარი პოპულისტური მიზნების განხორციელების პლატფორმად გამოყენება, თუმცა ჩვენ, სოლიდარობის ქსელმა, აღნიშნული არ დავუშვით და არც შემდგომში დავუშვებთ.

თბილისის მერის განცხადება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ იგი და მასთან ერთად ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეგნებულად, სხვადასხვა მიზეზის გამოგონებით თავს არიდებენ მშრომელებთან პირდაპირ შეხვედრასა და შინაარსობრივ მსჯელობას არსებულ პრობლემებზე,“ -აღნიშნულია „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის #5-ში მომხდარი უბედური შემთხვევის საპროტესტოდ გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრა სურდა, თუმცა საბოლოოდ ეს გააკეთა, რადგან აქციას „პოლიტიკური შემადგენელი“ ახლდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო