მერაბ ქვარაია - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ხიბულაში სახლ-მუზეუმი გაკეთდეს,  ეროვნული და საშვილიშვილო საქმეა

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, ხიბულაში გაკეთდეს სახლმუზეუმი, ეროვნული და საშვილიშვილო საქმეა,- ასე ეხმაურება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმის გახსნის შესახებ.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომ ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ ხიბულაში, ოჯახში, სადაც ცხოვრების უკანასკნელი დღეები და წუთები გაატარა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, გაკეთდეს მისი სახელობის მუზეუმი, ეს არა მარტო მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმეა, არამედ ჭეშმარიტად ეროვნული , საშვილიშვილო ინიციატივაა. ეს ადგილი გახდება სიმბოლო ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულის, ერთგულების, თავგანწირვის და ყოველთვის გაახსენებს მომავალ თაობებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირების ღვაწლსა და თავდადებას", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მერაბ ქვარაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო