სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ბრალდებებს პასუხობს

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ბრალდებებს პასუხობს. როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან "ინტერპრესნიუსს" აცნობეს, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა, რადგან იმ პერიოდში, როდესაც ანა ბაგრატიონმა ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, ბიუროს სამართალდამცველი უწყებებისთვის ფაქტის ცნობის ვალდებულება არ ჰქონდა.

„"2014 წლის 14 მაისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა ანნა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, რომელმაც საკუთარ თავზე დანიშნა ამბოლატორიული სამედიცინო შემოწმება, სხეულზე არსებული დაზიანების და მათი ხანდაზმულობის შესახებ. დასკვნა გაიცა 2014 წლის 20 მაისს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა.აღნიშნული ვალდებულება ბიუროს გააჩნია 2017 წლის 1 ივნისიდან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის საფუძველზე. აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლების საფუძველზე. მითითებული აქტი საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან",- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა.

შეგახსენებთ, დავით ბაგატიონ-გრუზინსკის ადვოკატის, ლევან ჩხაიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ სამხარაულის ექპსერტიზის დასკვნა მიკერძოებული იყოს და არ ასახავდეს სიმართლეს.

"თუ ქალბატონი ანა, 2016 წელს მივიდა საექპერტო დაწესებულებაში და თუ მას აღენიშნებოდა დაზიანებები, რატომ არ მიმართა პოლიციას?! ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ სამხარაულის ექსპერტიზა ძალიან ცუდად ეჩხირება გრუზინსკების მხარეს სასამართლო წარმოებაში",-აცხადებს დავით ბაგრატიონის ადვოკატი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს