ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი - დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა იყო ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული

დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა იყო ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი პერეფრაზებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ განუცხადა.

"დღეს, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის ნაწილი მოვისმინეთ. ჩვენი შეფასებით, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა იყო ყოველგვარ სამრთლებრივ საფუძველს მოკლებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი პერეფრაზებით. დაცვის მხარე ფონს გასვლას ინტერპრეტირებული ფრაზებით ცდილობდა. მესმის ისიც, რომ მათ სხვა გზა არ დარჩენიათ, რადგან ის მტკიცებულებები, რომელიც სასამართლო პროცესზე უნდა წარმოედგინათ, არ წარმოადგინეს, რადგან ფიზიკურად არ არსებობს. საუბარია, ექსპერტიზის დასკვნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მტკიცებულების წარმოდგენა მოხდებოდა. დაცვის მხარე ცდილობს აბსოლუტურად არაადეკვატური და ჩამოუყალიბებელი პოზიციებით ფონს გასვლას.აბსოლუტურად ვერ უპირისპირდება ბრალდების მხარის შეფასებას და მტკიცებულებათა ანალიზს, რომელიც დასკვნით სიტყვაში ჩამოვაყალიბეთ", - აცხადებს ნადირაძე.

მისი განმარტებით, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ორივე მსჯავრდებულს სცნობს დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში. "მიგვაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია იმდენად უსაფუძვლოა, სასამართლო აბსოლუტურად ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. საუბარია, იმ კვალიფიკაციაზე, რომელიც ორივე ბრალდებულს თავიდანვე ჰქონდა წარდგენილი: გ.ბ.,სა და გ.ჯ.-ს მიერ ჯგუფურ მკვლელობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დავით სარალიძის ეპიზოდთან მიმართებაში.ასევე, გ.ბ.-ს მიერ ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ლევან დადუნაშვილის ეპიზოდთან მიმართებაში ", - აცხადებს ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა