ევროსაბჭოს დელეგაციაში ბესელიას და კვაჭანტირაძეს სტატუსი 1-ელ იანვრამდე შეუნარჩუნდებათ, შემდეგ კი  საქმიანობას  თალაკვაძე და კილაძე გააგრძელებენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში დამოუკიდებელ დეპუტატებს ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძეს 2020 წლის 1-ელ იანვრამდე დელეგატის სტატუსი შეუნარჩუნდებათ. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებმა ეროვნულ დონეზე ფრაქციის კვოტები დაკარგეს, ევროპარლამენტში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ, რასაც ევროპარლამენტის რეგლამენტი არეგულირებს.

2020 წლის 1-ელი იანვრიდან ევროპარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის კვოტები გადანაწილებული არ არის და საქმიანობას საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სახელით უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გააგრძელებენ.

დამოუკიდებელი დეპუტატების არაერთი მოთხოვნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მომხდარიყო ოფიციალური დათქმა, რომელსაც იურიდიული ძალა ექნებოდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ არ გაიზიარა. კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ის საჭიროებას ვერ ხედავს დათქმის არსებობისა.

კომიტეტის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების დელეგაციის სიიდან ამოღება პოლიტიკური მოტივით მოხდა. ბესელიას თქმით, აღნიშნული საკითხით პირადად ირაკლი კობახიძე იყო დაინტერესებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა