პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის“ შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის" შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს. დადგენილების პროექტს, რომელციც დელეგაციების ახალი შემადგენლობაა წარმოდგენილი, მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 12 წავიდა.

პარლამენტში ბოლო ხანს პოლიტიკური კონფიგურაციის ცვლილებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა კომიტეტებსა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში კვოტების ხელახალი გადანაწილება და დელეგაციების შემადგენლობის ახალი კვოტების შესაბამისად დაკომპლექტება.

როგორც პლენარულ, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე აღნიშნული საკითხის განხილვისას ხმაური ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) შემადგენლობაში ცვლილებებს მოჰყვა. უფრო კონკრეტულად PACE-ს ახალ ძირითად შემადგენლობაში ზვიად კვაჭანტირაძეს არჩილ თალაკვაძე შეცვლის, ხოლო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში ეკა ბესელიასოფო კილაძე შეცვლის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებს - ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძეს - 2020 წლის 1-ელ იანვრამდე დელეგატის სტატუსი შეუნარჩუნდებათ.

ზვიად კვაჭანტირაძისა და ეკა ბესელიას მოთხოვნა, რომ მათი უფლებამოსილების 2020 წლის იანვრამდე შენარჩუნებასთან დაკავშირებით ოფიციალური დათქმა მომხდარიყო, რომელსაც იურიდიული ძალა ექნებოდა, პლენარულ სესიამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე კომიტეტის თავმჯდომარემ არ გაიზიარა. სოფიო ქაცარავას განცხადებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ის დათქმის არსებობის საჭიროებას ვერ ხედავს. თავის მხრივ, ეკა ბესელია ამ გადაწყვეტილებას იაფასიან პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ