სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის წევრებმა ლატვიაში შეხვედრები გამართეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის დელეგაციის წევრებმა რიგაში, ლატვიის უმაღლეს აუდიტორულ სამსახურსა და პარლამენტში შეხვედრები გამართეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდისტის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ლატვიის აუდიტის სამსახურში გენერალურმა აუდიტორმა ელიტა კრუმინამ მიიღო. გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც ორი ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული უწყებების წარმომადგენლებმა სტრატეგიული დაგეგმვის, ხარისხის უზრუნველყოფის, შემოსავლების აუდიტსა და აუდიტორულ საქმიანობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები განიხილეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საპარლამენტო დელეგაციას ლატვიის სეიმმაც უმასპინძლა. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკანონმდებლო ორგანოსა და უმაღლესი აუდიტორული უწყებას შორის თავიანთ ქვეყნებში არსებული თანამშრომლობის გამოცდილებები.

რიგაში სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ დელეგაცია გაემგზავრა ჰელსინკში, სადაც ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ლატვიასა და ფინეთში სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების ვიზიტი ევროკავშირის პროექტის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება" ფარგლებში დაიგეგმა.

დელეგაციას პარლამენტის მხრიდან საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი ხელმძღვანელობენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს