ირინე ფრუიძე ბასკეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

ესპანეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ირინე ფრუიძე ბასკეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს ევროპული ევროინტეგრაციის პროცესზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საპარლამენტო დემოკრატიაზე ესაუბრა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. ირინე ფრუიძის განცხადებით, სტუმრები დაინტერესდნენ ღია პარლამენტით და ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის მიღწევებით ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში პარლამენტის ჩართულობით.

ირინე ფრუიძის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბიზნეს და ტურისტული კავშირების გაძლიერებაზე, ბასკური კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ კავშირებზე რომელიც შეიძლება ჩვენს ქვეყნებს შორის იყოს სხვადასხვა მიმართულებით. აუცილებელია ხელი შევუწყოთ ბასკური კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას და ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ კავშირებს“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს