გიორგი კახიანი - ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძეს, სოფიო კილაძესა და არჩილ თალაკვაძეს  ევროსაბჭოში მივლინების ხარჯებს პარლამენტი არ აუნაზღაურებს

დეპუტატებს ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძეს, სოფიო კილაძესა და არჩილ თალაკვაძეს, ევროსაბჭოში მივლინების ხარჯებს პარლამენტი არ აუნაზღაურებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა.

გიორგი კახიანის განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ დეპუტატებს ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძეს ფრაქციის მანდატები აღარ გააჩნიათ, არ არსებობს იურიდიული საფუძველი მათი დაფინანსების თაობაზე. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძესა და სოფიო კილაძეს, მათი დაფინანსება არ მოხდება იმ მიზეზით, რომ 2020 წლის 1 იანვრამდე, ისინი ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები, ევროსაბჭოს რეგლამენტიდან გამომდინარე ვერ გახდებიან.

" ერთი მხრივ, გვაქვს პარლამენტის მხრივ მიღებული დადგენილება, რომლითაც განსაზღვრული არის დელეგაციის შემადგენლობა და მეორე მხრივ, გვაქვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციები. უნდა ვიხელმძღვანელოთ ორივე აქტით იმისათვის, რომ გავაკეთოთ დასკვნები თუ ვინ შეძილება იყოს დელეგაციაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელაზე სხდომების დროს. პარლამენტს არ ექნება იურიდიული საფუძველი იმისა, რომ ის წევრები გაუშვას საპარლამენტო დელეგაციაში, რომლებიც არ იქნებიან წარმოდგენილნი პარლამენტის ახლა მიღებულ დადგენილებაში - ბესელია, კვაჭანტირაძე. ამავდროულად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პირველ იანვრამდე ვერ მიიღებენ ასევე მონაწილეობას, უმრავლესობის ის წევრებიც რომელიც არიან დადგენილებაში წარმოდგენილები მაგალითად, ბატონი თალაკვაძე და ქალბატონი კილაძე. გამონდინარე იქიდან რომ პარლამენტის მიღებულ დადგენილებაში, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე აღარ არიან, ბუნებრივია პარლამენტს ვერ ექნება შესაძლებლობა რომ დააფინანსოს"- განაცხადა გიორგი კახიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს