გიგა ბოკერია  - პროცესები, რომელიც ევროსაბჭოს დელეგაციების დაკომპლექტების ფორსირებასთან დაკავშირებით ვიხილეთ, პოლიტიკურ შურისძიებას ჰგავს

უხერხულობაზე მეტს ქმნის ის დამოკიდებულება, რომელიც არსებობს - ვინც გატკენს, პროცედურულად უნდა იძიო შური, მათ შორის ისეთ საკiთხზე როგორიც დელეგაციებში ყოფნაა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას შეფასებით, პროცესები რომელიც ევროსაბჭოს დელეგაციების დაკომპლექტების ფორსირებასთან დაკავშირებით ვიხილეთ, პოლიტიკურ შურისძიებას ჰგავს, რაც ქვეყანას საერთაშორისო ასპარესზე უხერხულობას უქმნის. „უხერხულობაზე მეტს ქმნის ის დამოკიდებულება, რომელიც არსებობს - ვინც გატკენს, პროცედურულად უნდა იძიო შური, მათ შორის ისეთ საკუთხზე, როგორიც დელეგაციებში ყოფნაა. თუ ვინმეს ვერ ექნება ბესელიას მიმართ პოლიტიკურ სიმპათიები, ეს ვართ ჩვენ, მაგრამ როდესაც ყველამ ვიცით რომ ევროსაბჭო აქვს თავისი წესები, იანვრამდე იქ უნდა იყოს ძველი შემადგენლობა, ამ დროს ფორსირება ახირებას ჰგავს. იანვრამდე შეზღუდვა არის არაჯანსაღი პოლიტიკურინი ინსტიქტების გამოვლინება"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს