ეკა ბესელია უმრავლესობას - რაღაცებზე დაფიქრდით ხოლმე, ვიდრე ეს ბავშვური, სიყმაწვილური სიბრაზეები სძლევს ზოგიერთებს

რაღაცებზე დაფიქრდით ხოლმე, ვიდრე ეს ბავშვური, სიყმაწვილური სიბრაზეები სძლევს ზოგიერთებს. თავი უნდა მოთოკოთ, როცა პარლამენტს და ქვეყანას ეხება საქმე, - ამ სიტყვებით დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) შემადგენლობაში ცვლილებებს განიხილავდნენ.

ბესელიას განცხადებით, ახლა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგნელობების ცვლილება დემოკრატიული პრინციპების უპატივცემულობას ნიშნავს. ბესელიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო ქაცარავას მიმართა, რომ ეს გადაწყვეტილება მისგან უკვირს, რადგან ბესელიას თქმით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პირველ რიგში უნდა დაიცვას საერთაშორისო წესები.

„თეთრზე შავით წერია, რომ ეს ორივე დოკუმენტი, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გააკეთა და ისიც, რაც ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გააკეთა, სამწუხაროდ ისე იკითხება, რომ ეს არის ელემენტარული დემოკრატიული პრინციპების უპატივცემულობა, ეს არის ის, რომ თავს ვერ აღწევ პერსონალურ განწყობებს და ვერაფრით ვერ ერევი შენს სიბრაზეს და ეს გინდა გამოხატო ისეთ დოკუმენტებში, რომელიც, მათ შორის, იმიჯის თვალსაზრისით საზიანოა პარლამენტისა და ქვეყბნისთვის. ეს რომ ამას არ ეხებოდეს, მე უბრალოდ გავიღიმებდი და კიდევ ერთ გულდაწყვეტას გამოვხატავდი იმ ადამიანების გამო, რომლებიც ელემენტარულ ტესტებს ვერ უძლებენ და ელემენტარულ პრინციპულობას ვერ იჩენენ. რაღაცებზე დაფიქრდით ხოლმე, ვიდრე ეს ბავშვური, სიყმაწვილური სიბრაზეები სძლევს ზოგიერთებს. თავი უნდა მოთოკოთ, როცა პარლამენტს და ქვეყანას ეხება საქმე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის" შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს. დადგენილების პროექტს, რომელციც დელეგაციების ახალი შემადგენლობაა წარმოდგენილი, მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 12 წავიდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასალმბლეის ახალ ძირითად შემადგენლობაში ზვიად კვაჭანტირაძეს არჩილ თალაკვაძე შეცვლის, ხოლო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში ეკა ბესელიას სოფო კილაძე შეცვლის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო