გიგა ბოკერია  - „ქართულ ოცნებას“ დაშინების მეტი გზავნილი არ გააჩნია

შეიძლება მასშტაბი ისეთი არ იყოს, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებისას, მაგრამ "ქართული ოცნების" სულისკვეთება იგივეა, დაშინების მეტი გზავნილი მათ არ გააჩნიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ლიფერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და აღნიშნავს, რომ ამის საპასუხოდ "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" მაქსიმალურად ცდილობენ ამომრჩევლის მობილიზებას, რათა მშვიდობიანად დაიწყოს ხელიაუფლების შეცვლის პროცესი. "შეიძლება მასშტაბი ისეთი არ იყოს, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების, მაგრამ "ქართული ოცნების" სულისკვეთება იგივეა, დაშინების მეტი გზავნილი მათ არ გააჩნია. დაშინება, როგორც ხმის მიცემის დროს, ასევე დაშინება, რომ ცვლილებები არ განხორციელდეს. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ კი არ ვარგივართ, მაგრამ ცვლილებები უფრო ცუდი იქნება. ჩვენი ამოცანაა, ყველა ამ უკანონო ფაქტების მიუხედავად, რაც ვნახეთ და ალბათ, ამ არჩევნებზეც ვნახავთ, მომრჩევლის მობილიზე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს მშვიდობიანად, გააზრებულად, ყოველგვარი ბრაზის და ბოღმის გარეშე"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს