საქართველოს რეგიონებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვა დაიწყო

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-23 წლების სტრატეგიის პროექტის რეგიონული განხილვები დაიწყო - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პირველი შეხვედრა აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. შემდეგი განხილვა მესტიასა და ცაგერში გაიმართება.

სტრატეგიის განხილვაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სსიპ ტურიზმის განვითარების ეროვნული ადმინისტრაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში” და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტში ხაზგასმულია, რომ მაღალმთიანი დასახლებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და დაბლობის საცხოვრებელი არეალებისგან, როგორც ბუნებრივი, ეკონომიკური და სასოფლო-სამეურნეო რესურსებით, ასევე სოციალური პირობებითა და ეთნო-კულტურული თავისებურებებით.

კლიმატური პირობები და რესურსების არამდგრადი გამოყენება აუარესებს საცხოვრებელ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პირობებს მაღალმთიან დასახლებებში, მთის მცხოვრებლები კი უფრო მოწყვლადნი არიან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკებისადმი. ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენება, საჯარო და კერძო სექტორის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გართულებულია არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ბუნებრივი პირობების გამო.

ყოველივე ეს ხდება მოსახლეობის მიგრაციის ზრდის მიზეზი მაღალმთიანი დასახლებებიდან.

ასეთ პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საგანგებო პოლიტიკის გატარება

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთა ცხოვრების დონის ასამაღლებლად. შესაბამისად, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის მიზანია ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება.

ამ ეტაპზე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 43 მუნიციპალიტეტში მდებარე 1 730 დასახლებას. კანონის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც წლის განმავლობაში 9 თვის და მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს ასეთ არეალში, ენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და სარგებლობს დადგენილი სოციალური და საგადასახადო შეღავათებით, როგორიცაა: დანამატი სახელმწიფო პენსიასა და სოციალურ პაკეტზე, ფულადი დახმარება შვილის შეძენის შემთხვევაში, სახელფასო დანამატი მასწავლებლებს, მწვრთნელებს, ექიმებს და ექთნებს, მოხმარებული ელექტროენერგიის თანადაფინანსება, ზამთარში გათბობით უზრუნველყოფა, დასაქმებულთა და მეწარმე ფიზიკური პირების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადიდან და მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე არსებული მიწის მესაკუთრეთა ქონების გადასახადისგან გათავისუფლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა