კახა აბუაშვილის დედის ინფორმაციით, „კაბუ“ საფრანგეთის ციხიდან გაათავისუფლეს

საფ­რან­გეთ­ში ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ქართველი მსა­ხი­ო­ბი კახა აბუ­აშ­ვი­ლი, იგი­ვე "კაბუ" პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ Ambebi.ge-ს მსახიობის დედამ ცირა ნავროზაშვილმა დაუდასტურა.

„ცოტა ხნის წინ დამირეკა მისმა მეგობარმა და ეს ამბავი გვაცნობა. ძალიან გახარებულები ვართ, ჯერ მასთან არ მისაუბრია", - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში კახა აბუაშვილის დედა.

შეგახსენებთ, "კაბუ" ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 18 აპრილს დააკავეს.

მა­შინ სპე­ცო­პე­რა­ცია ევ­რო­პის ორ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის იყ­ვნენ 4 ქარ­თვე­ლი ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", მათ შო­რის ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი. ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მათ შო­რის - კახა აბუ­აშ­ვი­ლი. იგი სას­ჯელს საფ­რან­გე­თის ცი­ხე­ში იხ­დი­და.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა